[ultimate_spacer height=”50″ height_on_tabs=”30″ height_on_tabs_portrait=”30″ height_on_mob_landscape=”15″ height_on_mob=”15″]

ინტერიერის პროექტის დიზაინის შემუშავება – ეს არის პროფესიონალური და მაღალხარისხიანი რემონტის დასაწყისი.
ინტერიერის დიზაინი კომპანიისგან UBC – ეს არის სტილის, მყუდროებისა და კომფორტის განსახიერება.
სარემონტო სამუშაოების ჩატარების კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ უფასოდ გთავაზობთ მომავალი რემონტის პროფესიონალურ 3D ვიზუალიზაციას, დამკვეთის ყველა სურვილის გათვალისწინებით.
ინტერიერის არჩევისას, ჩვენი კომპანიის დიზაინერები დაგეხმარებიან სტილის შერჩევაში, დაგეგმავენ ავეჯის ოპტიმალურ განლაგებას და თქვენი ფართი გახდება მყუდრო, ლამაზი და ფუნქციონალური.
ჩვენთან თქვენ ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ინტერიერის ექსკლუზიური დიზაინი, რომელიც დამოკიდებული იქნება ინდივიდუალურ უპირატესობებზე.

ინტერიერის ინდივიდუალური დიზაინის შექმნისას, დიზაინერები იწყებენ თავიანთ სამუშაოს სტილის შერჩევიდან და კონცეფციის შემუშავებიდან. კონცეფციის დამტკიცების შემდეგ, დიზაინერები შექმნიან უნიკალურ დიზაინ-პროექტს, ასევე შეადგენენ ყველა ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა ყველა სარემონტო სამუშაოს ჩასატარებლად.

გვანდეთ დიზაინ-პროექტის შექმნა და ჩვენ მაქსიმალურად ხორც შევასხამთ სწორედ იმას, რაზედაც თქვენ ოცნებობთ!

ინტერიერი კლასიკურ სტილში

— ეს არის რესპექტაბელურობის სული, დროის ფარგლებს მიღმა. გამოიყენება ძვირფასი, ხარისხიანი მასალები: ქვა, ნატურალური ხე, აბრეშუმი, ხავერდი, ასევე დეკორატიული მოპირკეთების სხვადასხვა ტექნიკა: «ვენეციური» მობათქაშება, კედლების მხატვრული მოხატვა, ბარელიეფი, ჩუქურთმა.

ევროპული სტილი

— ამ სტილისთვის დამახასიათებელია: კედლების მინიმალური რაოდენობა, დიდი ოთახები, ფუნქციონალური ზონები გამოყოფილია კედლების, იატაკის, ჭერის ფერისა და გასაწევ-გამოსაწევი კარების დახმარებით. გამოყენებული მასალები: ქვა, მინა, სარკე, ხე.

მინიმალიზმი

— ეს არის ავეჯისა და აქსესუარების მინიმუმი, ყველაფერი უბრალოდ და მკაცრად. ბევრი თავისუფალი სივრცე, ყველაფერი არის ძალიან ფუნქციონალურად.

ავანგარდული სტილი

— ეს არის კლასიკური სტილის საწინააღმდეგო სტილი.  მთავარი როლი ენიჭება ფერს, რადგან ავანგარდული სტილის ძირითადი იდეა არის – კონტრასტი.

ლოფტი

— ინტერიერის თანამედროვე სამრეწველო-ურბანისტული სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ღია სივრცეების სიმრავლე და ინდუსტრიული ელემენტების არსებობა (ძალიან მაღალი ჭერი, მოუპირკეთებელი აგურის კედლები, ღია კოჭები და მილები, ცემენტის იატაკი)

ჰაი ტექი (High tech)

— მიეკუთვნება თანამედროვე ფუტურისტულ სტილს, რომლის ძირითადი იდეა მდგომარეობს ტექსტურების ესთეტიკაში და დიზაინერულ გადაწყვეტილებებში, რომლებიც გამოიყენება ინტერიერში თანამედროვე მასალებთან და ახალ ტექნოლოგიებთან ტანდემში

სკანდინავიური სტილი

— ბუნებრივი ნათელი ფერების სიჭარბე ნატურალური უბრალო მასალების გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს მოწესრიგებას, ერგონომიკასა და სიმშვიდეს.

იაპონური სტილი

— მკაცრი დიზაინი, სწორი ფორმები, ბუნებრივი მასალები. ამ სტილში მთავარია ბუნებასთან ერთობა, ჰარმონია და უძველესი აღმოსავლური კულტურის ელემენტები.

ვინტაჟური სტილი

— შერეული სტილი, რომელიც გულისხმობს რეტრო ეპოქის ამსახველი აქსესუარების აუცილებელ არსებობას.

შატოს სტილი

— მოგვაგონებს სოფლის ყოფას, ამასთან დეკორ ელემენტების ხარჯზე გააჩნია არაჩვეულებრივი შარმი.

სტილი არ ნუვო

— მრავალჟანრული, ელეგანტური სტილი, სადაც პრაქტიკულად არ არის სწორი კუთხეები და ხაზები მთავარი ბუნებრივი მოძრაობის სასარგებლოდ.

სტილი არ დეკო

— აერთიანებს ნეოკლასიციზმს, გრაციოზულობას, ხაზების გარსშემოდენილობას, ელეგანტურობასა და ერთდროულად მონუმენტურობას. აქვს რამდენიმე მიმართულება.

აფრიკული სტილი

— იმპულსური, დინამიური და კაშკაშა. პირველხარისხოვანი როლი ენიჭება ფერთა გამას, გეომეტრიულ აფრიკულ ორნამენტებს, აქსესუარებსა და ინტერიერის საგნებს, რომლებიც დამზადებულია ხელით აფრიკული კონტინენტის ქვეყნებში.